ანა გოქაძე
Calligrapher
ყოველთვის მესმოდა, რასაც ვაკეთებთ, ის ბოლომდე უნდა გვიყვარდესო, მე კი პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ხელოვნება იქცეოდა ჩემს ნავსაყუდლად, თუმცა მის სიყვარულს კალიგრაფიამ მაზიარა.
პატარა ანას ისევე, როგორც სამწუხაროდ ბევრს, კალიგრაფია უბრალოდ ლამაზად წერა ეგონა და ამ იმედით მიიღო მონაწილეობა ქვემო ქართლის მასშტაბით გამართულ კონკურსში. ასე გავიცანი კალიგრაფია, რომელიც თურმე უბრალოდ სუფთად და ლამაზად წერა კი არა, ხელოვნება ყოფილა, ხელოვნება, რომლის შესწავლაც მაშინვე დავისახე მიზნად. ახლა, როცა უკვე კალიგრაფი ვარ, ძალიან კარგად მახსენდება რუსთავის სამრევლო სკოლა, „მთაწმინდელში“ გატარებული დღეები, სადაც დავით მაისურაძისგან შევისწავლე კალიგრაფია. ჩემი წარმატებული გზის დასაწყისიც, ხელოვნების ამ მიმართულებაში, ვფიქრობ, სწორედ ამ ეტაპს უკავშირდება.
როგორც ხელოვანს, განვითარებაში, გარდა ჩემი დიდი სურვილისა, ძალიან მეხმარებოდა კონკურსები და, რა თქმა უნდა, გამოფენები,რომელთაც ახალ გამოწვევებად აღვიქვამდი და მათში არაერთი წარმატება უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა, მეტი გამეკეთებინა.
„საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ წევრობა ჩემთვის ძალიან საამაყოა, რადგან ისეთი ადამიანების გვერდით ვარ, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით კალიგრაფიის, როგორც ხელოვნების, გაცოცხლებასა და განვითარებაში.
ვფიქრობ, ხელოვანი არასდროს არ უნდა თვლიდეს, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი შემოქმედებას უკვე შეალია, ამიტომ წინ დიდი გზაა, მოგზაურობა ყველაზე საინტერესო სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ კალიგრაფები - კალმით ხელში და ჩვენი საქმის სიყვარული - ჩვენ მიერ სიტყვებში ჩაქსოვილი.
2022: „თბილისი – საქართველოს დედაქალაქი 900“
2022 წლის 10 დეკემბერს საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა მიეძღვნა თბილისის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებიდან 900 წლის იუბილეს. პირველად საქართველოში კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ერევნიდან და კიევიდან გაერთიანდნენ
2022: გამოფენა „ახალ ბანაში“, ხაშური
2022: „თერძი“
2022 წლის 10 ივნისს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ“ და მამაკაცთა სამოსის ბრენდმა „ელიას მოსილი“ წარმოადგინა პროექტი „თერძი“. გაიმართა პროფესიონალი კალიგრაფების, გიორგი სისაურის, დავით მაისურაძისა და ანა გოქაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საგანგებოდ ამ პროექტისათვის შექმნილი კალიგრაფიული ქმნილებების შინაარსი დაკავშრებულია სამოსთან.
2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“
2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დავითის 7 ნამუშევარი.
2021: „ინტერსკრიპტორიუმი“, ბარსელონა
2020: რუსთაველ კალიგრაფთა გამოფენა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
2018: ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი“ გაეროს არტკოლექციისთვის
გაეროს არტკოლექციისთვის ხუთმა კალიგრაფმა: ანა გოქაძემ, დავით მაისურაძემ, გიორგი სისაურმა, ლევან ცხვირავაშვილმა და ნინი იკაშვილმა გადაწერა ვეფხისტყაოსანი.