ასოციაციაში გაწევრიანების მსურველმა ასოციაციას უნდა წარმოუდგინოს:
-
- განცხადება გაწევრიანების თაობაზე (დირექტორის სახელზე);
- ასოციაციის სულ მცირე ორი წევრის რეკომენდაცია;
- სამოტივაციო წერილი;
- ავტობიოგრაფია;
- კალიგრაფის შემთხვევაში: შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი პორტფოლიო ან ალბომი.
განცხადებას განიხილავს და დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის სათათბირო ყველა დოკუმენტის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში.
გადაწყვეტილების მიღებისას, სულ მცირე, გათვალისწინებული უნდა იყოს ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კანდიდატის საქმიანობის, შემოქმედებისა თუ ღირებულებების კავშირი ასოციაციის მიზნებთან. სათათბიროს უფლება აქვს, ასოციაციის მიმდინარე გეგმების შესაბამისად დააწესოს დამატებითი მოთხოვნები წევრობის მსურველთათვის. სათათბირო არაა ვალდებული, დაასაბუთოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
უარი არ გასაჩივრდება. განმცხადებელს შეუძლია ექვსი თვის შემდეგ ხელმეორედ შემოიტანოს განცხადება.