Image Alt

ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲐ

ᲙᲐᲚᲘᲒᲠᲐᲤᲘᲐ (ბერძ. „Καλλιγραφία“ — „ლამაზი“ და „ვწერ“) — ლამაზად და მკაფიოდ წერის ხელოვნება. კალიგრაფია შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც თავისი სული და ძლიერი ენერგეტიკა აქვს.

წერის ისტორია წარმოადგენს ესთეტიკური კონცეფციების ევოლუციის ისტორიას, რომელიც ვითარდება ტექნიკური უნარების ჩარჩოებში, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეზე და პიროვნების მატერიალურ შეზღუდვებში, დროსა და სივრცეში.

თანამედროვე კალიგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია – საყოფაცხოვრებო წარწერებიდან დაწყებული ღია ბარათების მაღალ ხელოვნებამდე ასული. კლასიკური კალიგრაფია მნიშვნელოვნად განსხვავდება შრიფტული ნამუშევრებისა და არასტანდარტული ხელნაწერი ფორმებისგან, თუმცა კალიგრაფმა უნდა შეძლონ ორივე. ასოები ისტორიულას ჩამოყალიბდა ჩასეთ ფორმებში, მაგრამ ამავე დროს ისინი ცვალებადია და სპონტანურად იბადებიან წერის დროს.

დღეისათვის კალიგრაფია ძირითადად არსებობს როგორც სავიზიტო ბარათების და საქორწილო მისალოცების სახით, ასევე გრაფიტების, შრიფტების და ხელნაწერი ლოგოების სახით, რელიგიურ ხელოვნებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქვებზე გამოსახულ წარწერებში და ისტორიულ დოკუმენტებში. ასევე, კალიგრაფია გამოიყენება ტელევიზიაში სხვადასხვა მახასიათებლების გაფორმების სახით, დაბადების მოწმობებსა და სხვა დოკუმენტებში სადაც იგი საჭიროა ხელით წერა.