
ანი და ჵოე, დასაბამი და დასასრული –
ყოვლისმომცველობისა და ღვთაებრივი სრულყოფილების იდეას ქართული ანბანის ეს ორი ასო საუკეთესოდ გადმოსცემს: დამწერლობა ხომ ყველაზე მარტივი და გენიალური გამოგონებაა, რაც კი კაცობრიობას დღემდე შეუქმნია სამყაროს სრულყოფილების აღსაწერად.
ჩვენთვის, კალიგრაფებისთვის, დამწერლობა – ეს სრულყოფილი შემოქმედებითი იარაღი – მთავარი გამომსახველობითი საშუალებაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ ყველასთვის ნაცნობი შინაარსის სიტყვის ჩაწერა, არამედ იმ გრძნობის გადმოცემაც, რომელსაც სიტყვა ვერ იტყვის.
კალიგრაფიის შემოქმედებით ძალას არ აქვს საზღვრები.