Image Alt

ვაჟა ერემეიშვილი

ვაჟა ერემეიშვილი 
კალიგრაფი

 

ჩემი ინტერესი კალიგრაფიისადმი დაიწყო ბავშვობაშივე. ამაში უდიდესი როლი კალიგრაფიის  გაკვეთილებმა შეასრულა. მას შემდეგ ამ საქმეში ვარ და შემაქვს ჩემი წვლილი ამ ხელოვნების პოპულარიზაციასა თუ განვითარებაში. პროფესიით UX/UI დიზაინერი ვარ და ამავე პროფესიით  ვმუშაობ, დანარჩენ თავისუფალ დროს კი კალიგრაფიას ვუთმობ. 

ვარ კალიგრაფიის კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული რეგიონალური მასშტაბით, მქონია  არაერთი გამოფენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.  ბავშობიდანვე ვქმნი ლოგოებს სხვადასხვა კომპანიებისთვის კალიგრაფიის დახმარებით, ვქმნი ფონტებსა და ციფრულ ნამუშევრებს.

2022: „თბილისი – საქართველოს დედაქალაქი 900“

2022 წლის 10 დეკემბერს საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა მიეძღვნა თბილისის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებიდან 900 წლის იუბილეს. პირველად საქართველოში კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ერევნიდან და კიევიდან გაერთიანდნენ

2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“

2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვაჟას ერთი ნამუშევარი.

2020: რუსთაველ კალიგრაფთა გამოფენა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

2020 წლის 29 თებერვალს საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რუსთაველი კალიგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.

2015: „ქართველ კალიგრაფთა გამოფენა“, კიოლნის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა

გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლ­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისის“ და მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქარ­თ­ველ კა­ლიგ­რაფ­თა გა­მო­ფე­ნა გაიმართა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის, უფ­რო ზუს­ტად კი რუს­თა­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის — და­ვით მა­ი­სუ­რა­ძის, გი­ორ­გი გორ­გი­აშ­ვი­ლის, ნი­კა ღუ­ნაშ­ვი­ლის, ვა­ჟა ერე­მე­იშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბი.

2015: „განსხვავებული ხაზები, საერთო გრძნობა“, კაირო

გამოფენა ჩატარდა 2015 წლის 15-30 ნოემბერს, საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, კაიროში, სუჰაიმის კულტურულ ცენტრ „ბეით სუჰაიმში“. წარმოდგენილი იყო ქართველი და ეგვიპტელი კალიგრაფების ნამუშევრები.