დავიბადე 1995 წლის 25 აპრილს თბილისში. სკოლის პერიოდში დავინტერესდი კალიგრაფიით და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა.
2013 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე, ხატვის სწავლამ და სხვადასხვა ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებამ კალიგრაფიის გათანამედროვების საშუალება მომცა, ის ხაზი მაპოვნინა, რაც ჩემთან ყველაზე ახლოსაა.
ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში და პარალელურად ვმუშაობდი კინოინდუსტრიაში მხატვარ-დეკორატორად. მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ სარეკლამო და კინოგადაღებების ორგანიზებაში, მის მხატვრულ გაფორმებაში.
2020 წლიდან დღემდე ვსწავლობ გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლაში.
2022: „თბილისი – საქართველოს დედაქალაქი 900“
2022 წლის 10 დეკემბერს საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა მიეძღვნა თბილისის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებიდან 900 წლის იუბილეს. პირველად საქართველოში კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ერევნიდან და კიევიდან გაერთიანდნენ
2022: რეზიდენცია დრეზდენში. ჯგუფური გამოფენა „ FUTURUM III”
2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“
2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიო გორგიაშვილის 2 ნამუშევარი.
2020: ჯგუფური გამოფენა „სად არის ჩემი საწოლი“
2020: ჯგუფური გამოფენა „ალუბალი მაკლია ფიქრისთვის“
2020: რუსთაველ კალიგრაფთა გამოფენა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
2021: პროექტი „168“
2021: სპექტაკლი „უშბა და თეთნულდი“- ის სცენოგრაფი
2021: ჯგუფური გამოფენა „ბინაობა“
2015: „ქართველ კალიგრაფთა გამოფენა“, კიოლნის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა
გერმანიაში, კიოლნის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისის“ და მისი ხელმძღვანელის ნინო ბურდილაძის ინიციატივით, ქართველ კალიგრაფთა გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი კალიგრაფების, უფრო ზუსტად კი რუსთაველი კალიგრაფების — დავით მაისურაძის, გიორგი გორგიაშვილის, ნიკა ღუნაშვილის, ვაჟა ერემეიშვილის ხელნაწერები.
2015: „განსხვავებული ხაზები, საერთო გრძნობა“, კაირო
გამოფენა ჩატარდა 2015 წლის 15-30 ნოემბერს, საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, კაიროში, სუჰაიმის კულტურულ ცენტრ „ბეით სუჰაიმში“. წარმოდგენილი იყო ქართველი და ეგვიპტელი კალიგრაფების ნამუშევრები.