Image Alt

გიო გორგიაშვილი

დავიბადე 1995 წლის 25 აპრილს თბილისში. სკოლის პერიოდში დავინტერესდი კალიგრაფიით და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. 

2013 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე, ხატვის სწავლამ და სხვადასხვა ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებამ კალიგრაფიის გათანამედროვების საშუალება მომცა, ის ხაზი მაპოვნინა, რაც ჩემთან ყველაზე ახლოსაა.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში  და პარალელურად ვმუშაობდი კინოინდუსტრიაში მხატვარ-დეკორატორად. მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ სარეკლამო და კინოგადაღებების ორგანიზებაში, მის მხატვრულ გაფორმებაში. 

2020 წლიდან დღემდე ვსწავლობ გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლაში.

2022: „თბილისი – საქართველოს დედაქალაქი 900“

2022 წლის 10 დეკემბერს საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა მიეძღვნა თბილისის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებიდან 900 წლის იუბილეს. პირველად საქართველოში კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ერევნიდან და კიევიდან გაერთიანდნენ

2022: რეზიდენცია დრეზდენში. ჯგუფური გამოფენა „ FUTURUM III”

2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“

2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიო გორგიაშვილის 2 ნამუშევარი.

2020: ჯგუფური გამოფენა „სად არის ჩემი საწოლი“

2020: ჯგუფური გამოფენა „ალუბალი მაკლია ფიქრისთვის“

2020: რუსთაველ კალიგრაფთა გამოფენა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

2020 წლის 29 თებერვალს საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რუსთაველი კალიგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.

2021: პროექტი „168“

2021: სპექტაკლი „უშბა და თეთნულდი“- ის  სცენოგრაფი

2021: ჯგუფური გამოფენა „ბინაობა“

2015: „ქართველ კალიგრაფთა გამოფენა“, კიოლნის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა

გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლ­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისის“ და მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქარ­თ­ველ კა­ლიგ­რაფ­თა გა­მო­ფე­ნა გაიმართა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის, უფ­რო ზუს­ტად კი რუს­თა­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის — და­ვით მა­ი­სუ­რა­ძის, გი­ორ­გი გორ­გი­აშ­ვი­ლის, ნი­კა ღუ­ნაშ­ვი­ლის, ვა­ჟა ერე­მე­იშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბი.

2015: „განსხვავებული ხაზები, საერთო გრძნობა“, კაირო

გამოფენა ჩატარდა 2015 წლის 15-30 ნოემბერს, საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, კაიროში, სუჰაიმის კულტურულ ცენტრ „ბეით სუჰაიმში“. წარმოდგენილი იყო ქართველი და ეგვიპტელი კალიგრაფების ნამუშევრები.