ნიაზ დიასამიძე
მუსიკოსი, კალიგრაფი, ჯგუფ 33ა-ს ვოკალისტი.
ნიაზ დიასამიძის შეხვედრა კალიგრაფიასთან ლამის ბავშვობიდან დაიწყო: მისთვის სიტყვის არასტანდარტულად დაწერა ხატვის ერთ-ერთი ფორმა აღმოჩნდა. შემდეგ სამხატვრო აკადმიაში სამრეწველო გრაფიკის მიმართულებით გააგრძელა სწავლა, სადაც კალიგრაფია თავისი შემოქმედების ერთ-ერთი ძირითად და მნიშვნელოვან ნაწილად აქცია. პროფესიული კალიგრაფიის მიმართ ნიაზ დიასამიძის განსაკუთრებული დაინტერესება მნიშვნელოვნად განაპირობა სამრეწველო გრაფიკის კათედრის გამგემ, ანტონ დუმბაძემ, შრიფტის საუკეთესო სპეციალისტმა.
ნიაზ დიასამიძე 2010-2014 წლებში იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშრისო კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ კომისიის უცვლელი წევრი. მისივე ჩართულობით შეეხნენ ახალი თაობის კალიგრაფები პირველად ლითონის კალმებს, მელანს. ფესტივალი „არტ-გენი“ ნიაზ დიასამიძისა და ახალგაზრდა კალიგრაფების პროფესიული შეხვედრის მნიშნველოვანი სივრცე იყო წლების განმავლობაში. მისი ინიციატივით 2011 წელს კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების: ილიას აკაკის, ვაჟას, გალაკტიონისა სხვათა კალიგრაფიაზე დაფუძნებული 10 სახელობითი შრიფტი.
2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“
2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად, რომელშიც ნიაზ დიასამიძეც მონაწილეობდა.
2017: „ქართული ანბანი“
ნიაზ დიასამიძის კალიგრაფიული ნამუშევრების „ქართული ანბანი“ გამოფენა შედგა 2017 წელს, თბილისის ისტორიულ მუზეუმში.