Image Alt

Exhibitions

10 დეკემბერი, 2022

ზუსტად 900 წლის წინ, 1122 წელს, დავით აღმაშენებელმა თბილისი ერთიანი საქართველოს დედაქალაქად აქცია.

ამ მოვლენის აღსანიშნავად კალიგრაფებმა თავიანთ ნამუშევრებში ისტორიული წყაროებითა და ლიტერატურული სტრიქონებით გააცოცხლეს ეპოქის ყოფა, იმ თბილისის სინამდვილე, სადაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება ბუნებრივი მოცემულობა იყო.

პირველად საქართველოში კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ერევნიდან და კიევიდან გაერთიანდნენ გამოფენისთვის „თბილისი საქართველოს დედაქალაქი – 900“.

10 დეკემბერი, 2022, გალერეა N9

10 ივნისი, 2022

2022 წლის 10 ივნისს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ“ და მამაკაცთა სამოსის ბრენდმა „ელიას მოსილი“ წარმოადგინა პროექტი „თერძი“.

პირველად საქართველოში გაიმართა პროფესიონალი კალიგრაფების, გიორგი სისაურის, დავით მაისურაძისა და ანა გოქაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საგანგებოდ ამ პროექტისათვის შექმნილი კალიგრაფიული ქმნილებების შინაარსი დაკავშრებულია სამოსთან.

30 აპრილი, 2022

2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართება გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად! გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა 14000 ლარი სრულად გადაირიცხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ ფონდში. გამოფენა გაიხსნა 2022 წლის 30 აპრილს, 14:00 სთ-ზე თიბისი არტ გალერეაში, მარჯანიშვილის №7, თბილისი.