Image Alt

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე
კალიგრაფი, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, დირექტორის მოადგილე

 

დავით მაისურაძის კალიგრაფიული შემოქმედება სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ხელით წერას, კალიგრაფიის სწავლებასა და ტიპოგრაფიას.

ხელით წერა სიტყვის გამოსახვაა. ყველა ტექსტი განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს მკითხველში. დავითის შემოქმედების მთავარი მიზანი სიტყვის, ტექსტის ან მის მიერ გაღვიძებული გრძნობების მონასმებში გამოხატვა და ტექსტის ინტერპრეტაციაა კალიგრაფიით. ყოველი ტექსტის განსხვავებული გრძნობით გადმოცემა სიახლის მუდმივ ძიებას ითხოვს, რაც ყველაზე ტრადიციული მახასიათებელია ქართული კალიგრაფიისა. 

2010 წლიდან დავითი ხელმძღვანელობს კალიგრაფიის სწავლებას ქალაქ რუსთავში. 2011 წელს თავის ოჯახთან ერთად (თეონა მაისურაძე, ნუგზარ მაისურაძე, ლელა შიუკაშვილი) დააარსა ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრული პირებისთვის. ქვემო ქართლის ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან საზოგადოებაში ამ კონკურსს, შემე

ცნებითის გარდა, ახალგაზრდების დამეგობრებისა და დაახლოების მიზანიც აქვს. რუსთაველი და ქვემო ქართლელი კალიგრაფებისთვის აწყობს პერიოდულ გამოფენებს.

2022 წლიდან საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის სკოლის ფარგლებში უძღვება თავისივე საავტორო კურსს, რომელზეც ზრდასრულებს შეუძლიათ, შეისწავლონ ქართული კალიგრაფიის თანამედროვე და ისტორიული მიმდინარეობები. 

დავით მაისურაძე საქმიანობს ტიპოგრაფიის მიმართულებითაც, რაც ქართული კალიგრაფიის ციფრულ სამყაროში გაცოცხლებას გულისხმობს. ქმნის კომპიუტერულ შრიფტებს. 

2022: „თბილისი – საქართველოს დედაქალაქი 900“

2022 წლის 10 დეკემბერს საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა მიეძღვნა თბილისის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებიდან 900 წლის იუბილეს. პირველად საქართველოში კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ერევნიდან და კიევიდან გაერთიანდნენ

2022: „თერძი“

2022 წლის 10 ივნისს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ“ და მამაკაცთა სამოსის ბრენდმა „ელიას მოსილი“ წარმოადგინა პროექტი „თერძი“. გაიმართა პროფესიონალი კალიგრაფების, გიორგი სისაურის, დავით მაისურაძისა და ანა გოქაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საგანგებოდ ამ პროექტისათვის შექმნილი კალიგრაფიული ქმნილებების შინაარსი დაკავშრებულია სამოსთან.

2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“

2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დავითის 7 ნამუშევარი.

2020: United by Calligraphy, რუმინეთი

რუმინულმა ასოციაციამ „თავისუფლება განათლების, კულტურისა და სპორტისათვის“ ვირტუალური გამოფენა მოაწყო. გამოფენაის მთავარი თემა ერთობა და სოლიდარობაა. საქართველოდან ორი კალიგრაფი – დავით მაისურაძე და თეონა მაისურაძე მონაწილეობდნენ.

2020: რუსთაველ კალიგრაფთა გამოფენა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

2020 წლის 29 თებერვალს საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რუსთაველი კალიგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.

2018: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო მასპინძელი იყო, მთავარი თემა კი ქართული დამწერლობა. დავით მაისურაძემ ჩაატარა ქართული კალიგრაფიის ვორქშოპები უცხოელებისთვის. გამოფენილი იყო მისი რამდენიმე ნამუშევარი.

2015: „ქართველ კალიგრაფთა გამოფენა“, კიოლნის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა

გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლ­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისის“ და მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქარ­თ­ველ კა­ლიგ­რაფ­თა გა­მო­ფე­ნა გაიმართა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის, უფ­რო ზუს­ტად კი რუს­თა­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის — და­ვით მა­ი­სუ­რა­ძის, გი­ორ­გი გორ­გი­აშ­ვი­ლის, ნი­კა ღუ­ნაშ­ვი­ლის, ვა­ჟა ერე­მე­იშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბი.

2015: „განსხვავებული ხაზები, საერთო გრძნობა“, კაირო

გამოფენა ჩატარდა 2015 წლის 15-30 ნოემბერს, საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, კაიროში, სუჰაიმის კულტურულ ცენტრ „ბეით სუჰაიმში“. წარმოდგენილი იყო ქართველი და ეგვიპტელი კალიგრაფების ნამუშევრები. 

ელ-ფოსტა: davit.maisuradze@tsu.ge
ტელეფონი: +995 598 750127
ვებ-გვერდი: https://calligraphy.ge/
ინსტაგრამი: https://www.instagram.com/maisuradse.d/