Image Alt

თეონა მაისურაძე

თეონა მაისურაძე
კალიგრაფი

 

2011 წელს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვების შემდეგ ქმნის ქართულ კალიგრაფიულ ნამუშევრებს სხვადასხვა სტილში. მუშაობს შერეული ტექნიკით. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ გამოფენაზე, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, რუმინეთში, ბელგრადში და სხვ. 

2011 წელს თავის ოჯახთან ერთად დააარსა ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრული პირებისთვის. ქვემო ქართლის ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან საზოგადოებაში კონკურსს, შემეცნებითის გარდა, ახალგაზრდების დამეგობრებისა და დაახლოების მიზანიც აქვს. რუსთაველი და ქვემო ქართლელი კალიგრაფებისთვის მისი ორგანიზებით ეწყობა პერიოდული გამოფენები.