Image Alt

ნინი იკაშვილი

ნინი იკაშვილი
კალიგრაფი,
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი კალიგრაფიული სახელოსნოს „ნინიკა სტუდიას“ დამფუძნებელი

 

სანამ კალიგრაფიას ჩემს ძირითად პროფესიად ავირჩევდი, იყო ძიების გრძელი და მრავალმხრივი გზა. მათ შორის, არც მეტი არც ნაკლები, საბანკო - საფინანსო სფეროში 6- წლიანი მუშაობა. კერძოდ კი, ადამიანური რესურსების მართვა.

ჩემი პირველი პროფესია პიანისტობაა! დიდწილად მუსიკის დამსახურებაცაა, რომ დღეს მე კალიგრაფი მქვია. მუსიკის შემოტანას კალიგრაფიაში მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ, რაც ჩემს შემოქმედებაში მკაფიოდ იგრძნობა.  ვფიქრობ, რომ კალიგრაფიად ქცეული მუსიკა, ამ  ორი უდიდესი ხელოვნების სინთეზი, ყველაზე დიდი თავისუფლებაა ჩემთვის, რაც კი, შეიძლებოდა, მეპოვა კალიგრაფიაში. კალიგრაფიამ მომცა უდიდესი შესაძლებლობა, ყურით აღქმული ჰანგი ხილული გამეხადა  და  იმ მხატვრული ღირებულებით წარმომეჩინა, რომელიც მიმართულია არა ყურისკენ, არამედ თვალისკენ. 

შემდეგი პროფესია ხელოვნებათმცოდნეობაა! სწორედ ამ ფაკულტეტზე სწავლებისას შევიქმენი პირველად ბუნდოვანი წარმოდგენა ქართულ კალიგრაფიაზე. მისით გატაცება და მეტის გაგების სურვილი კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უკავშირდება. 2010 წელს კალიგრაფიის კონკურსი გამოცხადდა, სადაც მე ერთ-ერთი მონაწილე კონკურსანტი გახლდით.

2010 წლიდან შესაძლოა ითქვას, რომ კალიგრაფია ჩემი ჰობი და მეორადი პროფესია გახდა საბანკო სფეროში მოღვაწეობის პარალელურად, თუმცა 6 წლის განმავლობაში კალიგრაფიის მოკლებამ გადამაწყვეტინა სრულიად ჩამოვშორებოდი საბანკო სფეროს და ძირითად პროფესიად კალიგრაფობა ამერჩია.

2019 წელს გავაკეთე კალიგრაფიის სახელოსნო  https://www.facebook.com/ninikastudio

2022: „ კალიგრაფია საზღვრებს გარეშე“ დანია.

2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“

2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნინის 2 ნამუშევარი.

2015: თანამედროვე ქართველი და უცხოელი კალიგრაფების ნამუშევართა გამოფენა „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში

2014: ვაჟა-ფშაველას პოემებისა და ლექსების მიხედვით მექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა ჩარგალში

2013: თანამედროვე კალიგრაფიის ნიმუშების ექსპოზიცია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საუბილეო ღონისძიებაზე, სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში

2012: თანამედროვე ქართველი და უცხოელი კალიგრაფების ნამუშევართა გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2012: საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილესთვის შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

2022: „დუბაი 2020 ექსპო“

მიწვეული კალიგრაფი. პროექტი „თბილისი-იუნესკოს წიგნის მსოფილიო დედაქალაქი.

2022: ქალთა ფოლკლორული ანსამბლ „ იალონისა“ და „ ნინიკა სტუდიას“ ერთობლივი პროექტი

უკრაინული ხალხური სიმღერის „ Tyман Яром” კალიგრაფიულად ნოტებზე გადატანა. გადაღებულია კლიპი: https://www.facebook.com/ninikastudio/videos/5196132230417061

2021: „გაკვეთილები საზღვრებს გარეშე“

ონლაინსკოლის კალიგრაფიის მასწავლებელი. პროექტის ორგანიზატორი: დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

2021: ხელნაწერი „ხსოვნის წიგნი“

კალიგრაფი (წიგნში 2500 გმირის მონაცემია ხელით ჩაწერილი) პროექტის დამკვეთი: თავდაცვის სამინისტრო https://www.facebook.com/ninikastudio/videos/546724036496345 (კლიპში გდაღებულია წიგნის შექმნის კადრები)

2018: ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“

სპეციალურად შერჩეული 5 კალიგრაფიდან ერთ-ერთი გადამწერი კალიგრაფი. წიგნი დაცულია ნიუ-იორკში, გაეროს არტკოლექციაში. პროექტის იდეის ავტორი: დიმიტრი აბდუშელიშვილი

2018 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სკოლისა და ორგანიზაციის მიერ მიწვეული კალიგრაფი

პრაქტიკული აქტივობების (მასტერკლასი) ჩასატარებლად ქართულ კალიგრაფიაში.

   ikashvilin@gmail.com

  +995 577 311 270