Image Alt

სელამი გუმუში

სელამი გუმუში
კალიგრაფი

 

დავიბადე 1971 წ. შავშეთის რაიონის სოფელ უბეში (მკვიდრი ქართული სოფელი). სკოლაში სწავლის პროცესის სამშობლოში დამთავრების შემდეგ 1990წ. სამუშაოდ წავედი და დავბინავდი სტამბულში. აქ შემხვდა და გავიცანი ლათინურ კალიგრაფიას.

ჩემი უმაღლესი განათლების მიღების პერიოდში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნისთანავე გავიგე ქართული ანბანის შესახებ რომელიც ვისწავლე შემდგომში. შემდეგ ერთერთი ჩემი მეგობრის რჩევის შემდეგ ქართულ ანბანზე ვცადე კალიგრაფიის ხელოვნება რომელსაც გავეცანი მანამდე სტამბოლში და მაშინვე დავაკვირდი რომ ჩემი მშობლიური ენის დამწერლობის ესთეტიკა ძალიან შეესაბამება კალიგრაფია. იმ დღის შემდეგ საკუთარი სურვილით და ინიციატივით ჩემს მიერ ქართული ანბანით შესრულებული ჩემი კალიგრაფიული ნამუშევრებს 2021წ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  „საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა შორის„ კალიგრაფთა შეჯიბრებაში მიენიჭა პირველი ადგილი, რის შედეგადაც საკუთარ მშობლიურ ენასთან კავშირები გამიძლიერდა.

საზღვარგარეთაც და ქვეყნის შიგნითაც სხვადასხვა ადგილებში მქონდახოლმე  გამოფენები და სტანდები მოწყობილი.

კალიგრაფიურ მოღვაწეობას ვაგრძელებ სტამბოლში ჩემს მცირე ბიზნესთან ერთად.

2022: „თბილისი – საქართველოს დედაქალაქი 900“

2022 წლის 10 დეკემბერს საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა მიეძღვნა თბილისის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებიდან 900 წლის იუბილეს. პირველად საქართველოში კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ერევნიდან და კიევიდან გაერთიანდნენ

2022: „ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის“

2022 წლის 30 აპრილს „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად.