საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის სკოლა გთავაზობთ კალიგრაფიის შემდეგ კურსებს:
დავით მაისურაძის საავტორო კურსი მოიცავს ქართული კალიგრაფიის ისტორიულ და თანამედროვე სახეობებს, მხატვრულ ინიციალებსა და დეკორს, კალიგრაფიული ნამუშევრის აგებას, ხელნაწერი წიგნის შექმნას. კურსი გათვლილია ზრდასრულ პირებზე. რეგისტრაცია ცხადდება წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და სექტემბერში.