გსურს დაგვემგზავრო კალიგრაფიის სამყაროში?
გადადი ბმულზე და დარეგისტრირდი!
კურსის აღწერა:
- მასწავლებლები: ნინი იკაშვილი (თბილისი), ანა მჭედლიძე (რუსთავი), ხატია ფოფხაძე (ბერლინი)
- სამიზნე აუდიტორია: შეიქმნება ორი ასაკობრივი ჯგუფი ბავშვებისთვის (9-17 წელი) და ზრდასრულების
- კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი + გამოფენა, კვირაში 2-ჯერ
- განრიგი: ბავშვებისთვის ოთხშაბათი 15:00 სთ., კვირა 13:00 სთ.; ზრდასრულებისთვის ოთხშაბათი 19:00 სთ., კვირა 15:00 სთ.
- გაგრძელდება 8 კვირის განმავლობაში
- მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში: 10 ადამიანი
- გაკვეთილების ჩატარების დრო: კვირაში ორჯერ ოთხშაბათსა და კვირას (თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა 1.5 სთ)
- ადგილმდებარეობა: ვიქტორ დოლიძის N22, Tet Art Studio • თეთ არტ სტუდია
- კურსის საფასური: კურსის სრული ღირებულებაა 800 ლარი (საფასურში შედის კურსის განმავლობაში გათვლილი ყველა საჭირო მასალა)
კურსის შინაარსი
- კალიგრაფიის ხელოვნების ზოგადი მიმოხილვა
- ქართული ანბანის გრაფიკული სისტემის პრინციპები
- საწერი მასალა და მათი გამოყენება: ტრადიციული საწერი საშუალებები (კალამი, მელანი)
- მხედრული დამწერლობის ტრადიციული და თანამედროვე ფორმები
- ნამუშევრის მხატვრული გაფორმება: საზედაო ასო, ორნამენტი, დეკორი
- ტექსტის ორგანიზება და კომპოზიციის აგება
- ფურცლის დაძველების ტექნიკა, ფონის მომზადება და გრაგნილი
- მუსიკა და კალიგრაფია – ორი ხელოვნების გაერთიანება
- ძველი ქართული ხელრთვები და ამ ტექნიკით შექმნილი თანამედროვე ხელმოწერები
- კალიგრამა
- წიგნის აკინძვა
- შემაჯამებელი გამოფენა